ყველაზე ჭკვიანი გურიაში


ყველაზე ჭკვიანი გურიაში
                                                                 ავტორი:  გულნარა  ჟღენტი
მოგესალმებით და გთავაზობთ ინტელექტუალურ შოუს „ყველაზე ჭკვიანი გურიაში“
არაჩვეულებრივი და ყველაზე ჭკვიანი ბაღნები შეეცდებიან ყველაზე ჭკვიანის ტიტულის მოპოვებას. 
ეს არის ყველაზე ეროვნული მედია პროექტი და ჩვენ ვიწყებთ თამაშს. ჩვენს შეკითხვებს უპასუხებენ გურული ბაღნები.
აბა, მოემზადეთ, პირველი ჩვენს შეკითხვას უპასუხებს მე-8 კლასელი ყაზირალი , გელაიე სიხარულიძე. 
_ მზად ხარ გელაია?
_  დიახ
 შენ   გაქვს ერთი წუთი და დრო წავიდა
1.	რა ჰქვია ისეთ ადამიანს, რომელიც მუდამ კარგ ხასიათზეა?
-	აბდალი
2.	რა ჰქვია ისეთ ადამიანს, რომელიც არასდროს  არ იტყუება?
-	სტორი
3.	რომელი შინაური ფრინველი იცით , რომელსაც უყვარს წყალი?
-	კვატა
4.	რა ჰქვია კისერმოშიშვლებულ შინაურ ფრინველს?
-	ყინტორა
5.	ვინ იყო ყველაზე ცნობილი პიროვნება გურიაში?
-	ვინცხა
6.	სად დაიბადა ანა კალანდაძე?
-	საცხა
7.	რა მოხდა 1937 წელს?
-	რაცხა
8.	როგორ გამოიყურება ფუფალა კინოფილმში „ნატვრის ხე“?
-	მოდღურული
9.	როგორია ვარდის ტოტები?
-	ბურძგატებიანი
10.	რით იკვებება აბრეშუმის ჭია?
-	ბჟოლეთ
11.	როგორი გემო აქვს მარილიან წყალს?
-	მწათხე
12.	რა ჰქვია მოზრდილ ბავშვს?
-	ყაზირალი
13.	რა ჰქვია ძალზე გამხდარ ბავშვს?
-	 ორპოტიკე ყაზირალი
14.	როგორ უნდა სთხოვო მეგობარს დამელოდეო?
-	მეიცე ელანძე
15.	როგორ ვუპასუხოთ შეკითხვას რომელი რომელია?
-	აგია იგი თუ იგია აგი
___ყოჩაღ და შენ 15 სწორი პასუხი გაქვს
ყველაზე ჭკვიანის ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლას აგრძელებს  ანაიე  ჩანტლაძე. მზად ხარ ანაია?
 - დიახ
___ შენ   გაქვს ერთი წუთი და დრო წავიდა

1.	რას ყრიან ბუნკერებში?
-	გვანს
2.	როგორ იწყევლება გურული ქალი?
-	შენ წაი სკვარამში, გნახე მოტაფული, მეისპე და მეიდუგე საცხა, აგიდუღდა დედო ჭია მუცელში. 
3.	რა ჩაეფლო ნაღვერდალში ხალხური ზღაპრის „გვრიტის“ მიხედვით?
-	ქვიჯა
4.	რა ხდება ბრაზილიურ სერიალებში?
-	კუტრცხალს აღვარღვარებენ
5.	რა ყიყინებს დაგუბულ წყალში?
-	ყვაჭიჭა
6.	სად იმუდრებენ ქათმები?
-	საკარიაში
7.	რითი ავდივართ სახლის მეორე სართულზე?
-	პწკალეთ
8.	რაში კეთდება ღომი?
-	ჩახანაში
9.	ბუნების რომელმა მოვლენამ გაანადგურა კახეთში რთველი?
-	ხოშკეკალამ
10.	როგორ გამოითქმის გურულად „ადამიანი ამფიბია“?
-	ადამიანი ყვაჭიჭა
11.	როგორ დავეხმაროთ ადამიანს, რომელსაც ხეზე ასვლა უჭირს?
-	ვუპოჭიკოთ
12.	რა ჰქვია უზომოდ მსუქან ქალს?
-	 დღვაბერე
13.	რას აკეთებს გაციებული ადამიანი?
-	აცხინკებს
14.	როგორ დავათვალიერებინოთ ტურისტს გურია?
-	 იი იქინეა, აი აქანეა ა!
15.	როგორ აცხადებდა 70-იან წლებში ავტოსადგურის დიქტორი?
კიდომ ვჩივი, კიდომ ვჩივი, ავტობუსი ჩახატოური თბილისი 10 წუთით ადრე გაშპა და ჩამორჩენილი მგზავრები ამუნუთში გაჯლიგინდეს, რომ მიეწიოს წასულებს
-	ყოჩაღ და შენ  გაქვს 15 სწორი პასუხი


ახლა ასპარეზს ვუთმობთ  ნინოიე ჯიბუტს. მზად ხარ ნინოია? 
 - დიახ
___შენ გაქვს ერთი წუთი და დრო წავიდა.


1.	რა ქსოვს ქსელებს სახლის კუთხეებში და ჭერზე?
-	ბობორიკე
2.	რას ვაცლით ქათამს, როდესაც ვკლავთ?
-	ბუნდღას
3.	როგორი ქარვასლა ჰქონდა ქეთოს მამას კინოფილმიდან „ქეთო და კოტე“?
-	გაბარბალებული
4.	როგორ გამოიყურება მუშაობისაგან დაღლილი კაცი?
-	გადახაპიწებული
5.	რითი ურევენ ფელამუშს?
-	ლაფერეთ
6.	რა ისმის მომაკვდავის ოთახიდან?
-	კუთვა
7.	რაში ასხამენ ბორშს?
-	კარდალაში
8.	როგორ თევშზე ასხამენ ბორშს?
-	გულუღმაზე
9.	რითი შეიძლება ჩამოვაგდოთ ხიდან ხილი?
-	კაკვით
10.	რატომ მოაჭრეს მარჯვენა დიდოსტატ არსაკიძეს?
-	იმიზა
11.	როგორი ავეჯი ედგა ქამუშაძეებს?
-	მოსკირენჯული
12.	როგორი იყო თავად თათქარიძის სახლ-კარი?
-	გაპალაჩებული
13.	რა ემართება მოტყუებულ კაცს?
-	გაკუჭდება
14.	როდის იყიდა გურულმა შარვალ-კოსტუმი?
-	გუშხამ
15.	როდინდელია გურულის მიერ გუშხამ ნაყიდი შარვალ-კოსტუმი?
-	ადამ კოკოს დროინდელი

___ყოჩაღ და შენ  გაქვს 15 სწორი პასუხი


ყველაზე ჭკვიანის ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლას აგრძელებს რუსკაიე სიხარულიძე. მზად ხარ რუსკაია?
 - დიახ
 ____ შენ გაქვს ერთი წუთი და დრო წავიდა.
1.	როგორია ნაცარქექია, როცა დევს მოერევა?
-	მაკვანაცხი
2.	როგორ გადავიყვანოთ დაშავებული უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში?
-	მოზუკუტურებული
3.	რა ემართება ადამიანს, როცა მოულოდნელ სტუმარს დაინახავს?
-	ეტოშება
4.	რა ჰქვია შეუძლებელი საქმის გაკეთებას?
-	მოკვარახჭინება
5.	რა ჰქვია ისეთ ქათამს, რომელსაც პატარა წიწილები ჰყავს?
-	მოჭვა
6.	როგორია დავითის საქციელი ლუარსაბის წინაშე?
-	მომჯაყველი
7.	რას აკეთებს თხა, როცა შია?
-	პეტელობს
8.	რა მოუდის წყალს მინუს ათ გრადუსზე?
-	როფავს
9.	რას დგამენ სკვერებში?
-	სიკონწიალებს
10.	რა ჰქვია უხასიათო ადამიანს?
-	უზნოური
11.	რა ამოდის ბუხრის მილიდან?
-	ფუტი
12.	რა ჰქვია პატარას და ცოტას ?
-	 ერიცახე და ერცახე
13.	რა ჰქვია წაქცეულ ადამიანს?
-	 აბარძღული
14.	რას აკეთებს განერვიულებული ადამიანი?
-	 იარება
15.	როგორ ჩამოვარდა ბავშვი ხიდან?
-	ევიდა ყაზირალი ხეზე, მუუხჩა ბოლი, მუადინა ზღართანი და მორთო პრინჭილი.
          ___ყოჩაღ და შენ  გაქვს 15 სწორი პასუხი.

             ცოტა პოზიტივი ამ იზოლაციაში ყოფნის დროს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი