დაუბრუნებელს
ბჟუტავს სანთელი, გაქრა ნათელი, ჟღერს ახლობელი, საგალობელი. ვჩურჩულებ ლოცვას, ნუ ჩათვლით ცოდვად, დაუბრუნებელს, გრძნობას უვნებელს, თუ ღმერთს ვაჩუქებ, თუ ხატს ვაჩუქებ და ჯვაროსან მღვდელს დავუკოცნი ხელს, წმინდა მარიამს, ღამეს მთვარიანს, თუ ცრემლით ნამულს ვჩუქნი სიყვარულს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი