ფიფქი


მოფრინავს ფარფატით ფიფქი,
ულევი, ულევი ფიქრით,
ბურუსით მოცული ფიქრი
ნიავში სევდიანად მიქრის.

მოფრინავს ფარფატით ფიფქი,
მოაქვს თეთრი ღამე ფიქრით,
მოაქვს დაკარგული „ნეტა“,
არ სურს დამტოვოს კენტად.

დღეთა ცვლამ დაადნო ფიფქი,
დატოვა სევდა და ფიქრი,
აორთქლდა უმწეო წყალი
და დამრჩა უცეცხლო ალი.

წადი სევდიანო ფიქრო,
მოფრინდი ქათქათა ფიფქო,
ნუ გამიმეტებ მეტად,
ნუღარ დამტოვებ კენტად

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი