თოლიები


ცის ლაჟვარდში,
ზღვის ტალღებში,
თოლიები მონავარდე
ჩუმ ჩურჩულით
სევდას მგვრიან,
რათა უფრო შემიყვარდე.

ასე ძლიერ ოცნებები,
არასოდეს მყვარებია,
ცისარტყელა გზას მინათებს
ეს ხომ შენი თვალებია.

სიჩუმეში, ნისლში, ქარში
კვლავ თოლიებს ველოდები,
მომიტანოს თუნდაც სევდა
და დამაწყოს გულს ლოდები.

თუნდაც ფიქრი,
თუნდაც თანჯვა
და დარდები ბნელი თუნდაც,
ჩემს სიცოცხლეს მხოლოდ შენი
ალერსი და სითბო უნდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი