მამაო ჩვენო


მამაო ჩვენო, რომელი ხარშენ ცათა შინა,
უფალო ჩვენთვის ხომ დაიდე ჩვენ შორის ბინა,
და თუ ქორწილში წყალი ღვინოდ კი გადაიქცა,
სამოსი შენი გაიხადე, რომ სხვამ ჩაიცვას,

ცოდვა მიგვიძღვის, მართალია, ყველაზე მეტად,
რათა გაგყიდეთ უგულოდ და ოცდაათ ვერცხლად,
დღეს არ გვასვენებს ეს ტკივილი და დიდი ცოდვა,
ამის საზღაურს ახლა ვიხდით ადამის მოდგმა.

ღმერთო შეგვინდე, გადმოგვხედე მოწყალე თვალით,
მიმტევებელო მოგვიტევე ეს მძიმე ვალი,
ეს გასაჭირი, ეს გოდება, უთქმელი ენით,
რომ დავამარცხოთ და გავბრწყინდეთ შენდამი რწმენით.

წინ გაგვინათე კურთხეულო შენი ნათელი,
რომ ჩვენ დაგინთოთ უამრავი წმინდა სანთელი,
რომ კაშკაშებდეს ღვთის დიდებით ყოველი წამი,
დიდება უფალს! დიდება! ამინ!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი