ანა კალანდაძეს
მეამაყება , რომ გურიის მთებში ვშობილვარ, მეამაყება, რომ ამ მთების შვილია ანა, ასე მგონია ის ატმის რტო მეცა ვყოფილვარ, საოცრებათა საოცრება არ არის განა? ბახმაროს მთებით მონაბერი ქარი ზღვაური, ხიდისთავს უმღერს ხმატკბილად და სიამით ნანას გუბაზეული ზვირთებს სტყორცნის, სტყორცნის ხმაურით, აქ დაურწიეს გურულ ოდაში აკვანი ანას. და მოდიოდა, როგორც ნინო ის ვაზის ჯვარით, და როგორც ერთი ღვთისნიერი ქალი ქართველი, სხვა საქართველო რომ ასეთი არსად არ არის, რომ გაოცებას ვერ დამალავს მისი მნახველი მეამაყება, რომ ვარ მისი მოდგმა და ჯიში, დავითის გულზე ფეხდადგმული ისიც ყოფილა, ხმამაღლა ვამბობ და არა მაქვს ამისი შიში, რომ პოეზიის დედოფალი ასე შობილა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი