ანა კალანდაძეს


მეამაყება , რომ გურიის მთებში ვშობილვარ,
მეამაყება, რომ ამ მთების შვილია ანა,
ასე მგონია, პატარა რტო მეცა ვყოფილვარ,
საოცრებათა საოცრება არ არის განა?

ბახმაროს მთებით მონაბერი ქარი ზღვაური,
ხიდისთავს უმღერს ხმატკბილად და სიამით ნანას,
გუბაზეული ზვირთებს სტყორცნის, სტყორცნის ხმაურით,
აქ დაურწიეს გურულ ოდაში აკვანი ანას.

და მოდიოდა, როგორც ნინო ის ვაზის ჯვარით,
და როგორც ერთი ღვთისნიერი  ქალი ქართველი,
სხვა საქართველო რომ ასეთი არსად არ არის,
რომ გაოცებას ვერ დამალავს მისი მნახველი

მეამაყება, რომ ვარ მისი მოდგმა და ჯიში,
დავითის გულზე ფეხდადგმული ისიც ყოფილა,
ხმამაღლა ვამბობ და არა მაქვს იმისი შიში,
რომ პოეზიის დედოფალი ჩენში შობილა.
                                                  გულნარა ჟღენტი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი