შემოდგომა გავაცილოთ (სცენარი პატარებისათვის)


ოთხი დრო არნახული,
ქვეყნად არის მთავარი,
გაზაფხული, ზაფხული,
შემოდგომა, ზამთარი.

ბავშვები გაზაფხულს:

ო, რა მშვენიერი ხარ,
ასე კოხტა, ლამაზი,
მორთულ-მოკაზმული ხარ,
იისფერი და ნაზი.

გაზაფხილი:

ენძელებით, იებით,
მოვრთე მთა არნახული,
დედიკოს რომ ახარებთ,
ეს მე ვარ გაზაფხული.

ბავშვები ზაფხულის:

შენ ვინა ხარ? დაგნათის
მცხუნვარე მზის სხივები,
მკერდზე რომ გიბრჭყვიალებს
ლალისფერი მძივები.

ზაფხული:

სიკეთით, სიყვარულით,
სითბოთი სავსე გულით,
მზის სხივს უხვად გაბკურებ,
მე გახლავარ ზაფხული.

ბავშვები ზამთარს:

უჰ, რა თეთრად ქათქათებ,
ფიფქებიც რა ნაზია,
სისხიანი და ცივი,
თეთრი ქურქი გაცვია.

ზამთარი:

როცა გავბატონდები,
ტყიდან გარბის აფთარი, 
დათვი, ტურა და მელა
მე ვარ ცივი ზამთარი.

ბავშვები შემოდგომას:

შენ, ვინა ხარ, რად ტირი?
რადა ხარ მოწყენილი?
ირგვლივ ყვითლად რად არის
ფოთლები მოფენილი?

შემოდგომა:

შემოდგომა ვიყავი,
ახლა ძალა მეცლება,
ტანთ სამოსი გამოცვდა,
სიტყვა აღარ მეთქმება.

ბავშვები შემოდგომას:

მაგას რატომ ამბობ დაო,
რად დახურე დარაბა,
განა, შენ არ მოგვიტანე,
ეს ამდენი ბარაქა?

ბავშვი:
ყვითლად მიმოფანტულ
ფოთოლთა შრიალში,
და წელიწადის
დროთა ტრიალში,
თავისი ხიბლი აქვს 
ყველა დროს დადგომას
მაგრამ უჩვეულო
არის შემოდგომა.

შემოდგომა:

მე ვარ შემოდგომა,
ფერთა ფოთოლცვენა,
ზამთრის მოლოდინში
ჩიტთა გადაფრენა,
ხედავ? საწნახელი
როგორ აჭრიალდა,
ქარმა დაუბერა,
სუსხი დატრიალდა,
ყვითელ შემოდგომის
მე ვარ დედოფალი,
კეთილ სურვილების
თქვენი ნატვრისთვალი.

ბავშვი:

ნუთუ ამისრულებ,
რაც რამე მინდა?

შემოდგომა:

სურვილი ჩაიფიქრე,
მითხარი, რაც გინდა.

ბავშვი:

მინდა ფიფქია და
მინდა შვიდი ჯუჯა,
მინდა სიზმარა და
მინდა წითელქუდა,
მინდა დათუნია,
მინდა მელაკუდა,
ჩემო ნატვრისთვალო
მინდა ზღაპრის გუდა.

შემოდგომა:

ბებერი ფესვები
ამას გთხოვს სუყველას,
დღეს ამოვავლოთ
გურული ჩურჩხელა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი