აი ია (პატარებისათვი)
გამარჯობათ, მეგობრებო!
მოგილოცავთ ამ დღეს მზიანს,
ყველამ ერთად შემოვძახოთ:
აი ია, აი ია.
თვალები რომ ლამაზი აქვს, 
კაბაც ლამაზი აცვია,
მართლაც რომ მშვენიერია,
ნეტავ ვიცოდე, რა ჰქვია?
მორცხვი, ლამაზი, ნარნარა,
მის ირგვლივ ველ-მინდვრებია,
სიკეთე ხარობს, ბოროტნი
მისი სურნელით ქრებიან.
მისი სინაზე გვატყვევებს,
ჩიტებიც მისთვის მღერიან,
რუს წყალი, წყარო ანკარა,
წყურვილს უკლავენ ვნებიანს.
დედაენას რომ გადაშლი,
ცოდნის კარია ღია,
პირველი ასეო-ბგერები,
ეს არის აი ია.
დედაენა და სამშობლო,
ეს ჩვენი ქართულია,
რასაც პირველად ვკითხულობთ,
ეს არის აი ია.
ეს ჩვენი დედაენაა,
ტკბილი და აღმაფრენაა,
ჩვენი სამშობლოს გულია,
მიწა-წყლის სიყვარულია.
წიგნი და ვაზის ფესვები,
გრძნობის მორევში ვეშვები,
ეს განძი ჩვენი ჰობია
და ჰობი იაკობია.
                             გულნარა ჟღენტი
    შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი