ანბანი (პატარებისათვის)
გაზაფხულს მოვეფერები, პირველი წიგნი ჩემია, პირველი ასო-ბგერები ეს ჩვენ ვართ, აი ია. ა ალუბალი და ატამი, ალუჩაც ხომ ხილი არის, ვიწყებ ანბანს, არ მაქვს ტანი, ვარ ხმოვნების მეფე ა-ნი. ბ რგოლზე ვდგევარ თავაწევით და მივდივარ ზევით-ზევით, ბეჰემოტი, ბუ და ბალი, მე გახლავართ ბგერა ბ-ანი. გ გემი, გუბე და გარგარი, საწყისი ხომ ჩემი არის, განი ბიჭო, აბა, განი, როგორ გესმით ბგერა გ-ანი? დ დეზები მაქვს მოხატული, ლამაზი და მოქარგული, დაირა და დიდი დოლი, მე გახლავარ ბგერა დ-ონი. ე ეკას, ემზარს და ეთერის დასაწყისი ბგერა შვენის, ხმოვანი ვარ, თან ერთფერი, ეს ხომ მე ვარ, ბგერა ე-ნი. ვ ვარდი, ვაშლი, ვანოს ვირი, რით იწყება? ბგერა ვ-ინით. ზ ჯოხზე სხედან როგორც რგოლი, ბზრიალა და არის ორი , გადაბმული ქვევით, ზევით, მე გახლავარ ბგერა ზ-ენი. თ მე ვარ თანხმოვანი ბგერა, ჩემით იწყებს ბავშვი წერას, თითი, თათი, თუთა, თავი, ეს იწყება ბგერა თ-ანით. ი ნალის ფორმის ხმოვანი, თავმომწონე რომ არის, დედაენას უძღვის წინ, რა ყოფილა? ბგერა ი-ნ. კ კომში, კივი და კაკალი, მსგავსი ბგერა გვაქვს ნასწავლი, ვ-ინს წააგავს მისი ტანი, თანხმოვანი ბგერა კ-ანი. ლ მომღერალი არის ბგერა, ლა, ლა, ლა, ლა მღერის ყველა, ამამღერებს მეც და სხვას, ასო-ბგერა არის ლ-ას. მ მსხალი, მარწყვი, მანდარინი, მაწონი და მარგარინი, მინდორი და მაღლით მთანი, ყველას იწყებს ბგერა მ-ანი. ნ ნანა, ნანი ნანინა, ია-ვარდოვნანინა, მას მღერიან ნარნარით, აქ მეფობს ბგერა ნ-არი. ო არ ესროლოთ თოფი, ეს არის ოფოფი, და იწყება მგონი, ასო-ბგერა ო-ნით. პ ა-ს ვწერთ, მაგრამ თავზე მას, მეორე ა-ს დავადგამთ, ვერ მიცანით, ვინა ვარ? ეს ხომ მე ვარ, ბგერა პ-არ. ჟ ბოჟიკი ჟირაფის შვილია, ჟოლო კი მჟავე ხილია, ჟინჟღლავს, ბურუსში ვერა ჩანს, ხაზს ქვემოთ ვწეროთ ბგერა ჟ-ანს. რ ო-ს წააგავს, მაგრამ თავს, კიდევ უნდა სულ სხვა რამ, რკალს დავადგამთ ოდნავ ცერად და გამოდის რ-აე ბგერა, ს სანდრო, სალი, სოზარი, სამი სახელი არის, რით იწყება მიცანი? ეს მე ვარ ბგერა ს-ანი. ტ ხაზს ქვემოთ იწერება, ყელს ოდნავ იღერება, მრგვალად ვხაზავთ ტანს, არის ბგერა ტ-ან. უ უჩა ხატავს ღრუბელს, ურემსა და უღელს, მოჩუხჩუხე რუს, ხმოვანს ვსწავლობთ უ-ნს. ფ თ-ანს როდესაც ვწერთ, ქვემოთ ვაგრძელებთ, და აქვს ფეხი მყარი, ასო-ბგერა ფ-არი. ქ ქონგური და ქორაფი, ქურანი და ქარაფი, ქარბუქი თუ ქარი. იწყებს ბგერა ქ-ანი. ღ ღამურა ღამით დაფრინავს, ღორი ღრუტუნებს, არ ფრინავს, ღიღილო მიაქვს ღვარს, ლიდერობს ბგერა ღ-ან. ყ ყაყაჩო ყვავილია, ყურძენი კი ხილია, ყვავს ბახალა ყავს, აქ ლიდერობს ყ-არ. შ მ-ანს წააგავს ფორმით, ოდნავ დიდი ზომით, ერთი რკალით წინ, არის ბგერა შ-ინ. ჩ ჩურჩხელა თუ ხილია, ჩოჩორი ვირის შვილია, ხმება ჩამიჩიც და ჩირიც, მეფობს ასო-ბგერა ჩ-ინი. ც ცვარი, ცხვარი, ცისარტყელა, ცაზე ციმ-ციმ ვარსკვლავთცვენა, აქ ვლიდერობ, ვერ მიცანი? ეს ხომ მე ვარ, ბგერა ც-ანი. ძ ხ-ანში ურევთ მყისვე, წერას როცა იწყებთ, მუცელი აქვს წინ, ასო-ბგერა ძ-ილ. წ როცა სწავლობ შ-ინს, გხედავ მეტად მშვიდს, შეაბრუნე წინ და გამოვა წ-ილ. ჭ ჭრიჭინებს ჭრიჭინობელა, ჭერზეა ჭრელი პეპელა, ჭერამი ჩრდილავს ჭას, ჭარბობს ბგერა ჭ-არ. ხ ხოხობი ფრინველია, ხეობაში პირველია, ხვადი მისდევს ხარს, მეფობს ბგერა ხ-ან. ჯ ჯემალი და ჯინა ჯოხით უსვამს ჯვარს, ჯვარს წააგავს სჯერათ, ასო-ბგერა ჯ-ან. ჰ ჰამაკსა და ჰამლეტს, რეჰანსა და ჰაერს ვამბობთ, კარგად გვესმის, ასო-ბგერა ჰ-აე. გულნარა ჟღენტი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი