სახალისო ბგერები და მარცვლები (პატარებისათვის)
ანბანს როცა ვამბობთ, ოცდაცამეტს სულ, ხმოვნები გამოვყოთ: ა, ე, ი, ო. უ. ხმოვანი გვაქვს ი და ხმოვანი ა, სიტყვაც მზად არის, გამოვა ია. თუ გვაქვს სიტყვა თი-თი და გვაქვს სიტყვა თო-ხი, ბგერებს თუ დავითვლით, იქნება ოთხ-ოთხი. სიტყვა წყალი, ბგერები დავითვალთ ყველა, ამ სიტყვაში იქნება მხოლოდ ხუთი ბგერა. თუკი დავწერთ სიტყვას „ხე“, დავწერთ „რძე“ და დავწერთ „მზე“, გავიხსენოთ ნასწავლი, აქ გვაქვს ერთი მარცვალი. თუ გვაქვს სიტყვა ნამ-გა-ლი, მაშ შემოვკრათ ტაში, რამდენი მარცვალი არის ამ სიტყვაში? მ, მ, ა, ა ბგერები და მარცვალი „ლი“, მინიშნება დეზები, არის . . . (მამალი) თუ გავქვს ასო-ბგერები: ს, ა, ა და კიდევ „თი“, მინიშნება ისრები, რა გამოვა? (საათი) თუ გვაქვს ორი მარცვალი, „ტა“ და კიდევ „მი“, „ა“ ხმოვანი წინ უძღვის, არის _ ატამი. მარცვალი გვაქვს „ფო“, და მარცვალი „ფი“, თავში დავწერთ „ო“-ს, არის ოფოფი. თუ გვაქვს ხუთი ბგერა, ვ, თ, ე, ზ, ი, დაალაგეთ სწორად, გამოვა თევზი. მარცვალი გვაქვს „ღუ“, „ბე“ და კიდევ „რა“, სწორად თუ ჩასვამთ, არის ბე-ღუ-რა. თუ სწორად დააწყობთ, მარცვლებს „რა“, „ჟი“, „ფი“, და სიტყვა ააწყობთ, არის ჟირაფი. მარცვალი გვაქვს „თა“, „ქა“ და კიდევ „მი“, მინიშნება ფრთა, არის ქათამი. მარცვალი გვაქვს „ყა“, „ბა“ და კიდევ „ყი“, სწორად დააწყვეთ, არის ბაყაყი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი