გამოცანები (პატარებისთვის)


დედიკოს საჩუქარია,
რომ დგება გაზაფხულია,
ლურჯი სამოსი აცვია,
აბა რა ჰქვია? __ ია.

დროს რომ გვამცნობს ის არის
და აქვს სამი ისარი,
სულ წიკწიკებს ბაასით,
რა ყოფილა? ___ საათი.

ერთ ხელზე გვაქვს ხუთი,
მეორეზეც ხუთი,
ვხმარობთ, როცა ვითვლით,
რა ყოფილა? ____ თითი.

დაპეტელობს წვერცანცარა,
გვაძლევს რძეს, ყველს, ხორცს და ქარაქს,
რქები აქვს და წვრილი ხმა,
რა ყოფილა, იცით? ___ თხა.

მას აქვს რკინის პირი ბასრი,
სახელურად მსხვილი ჯოხი,
ბოსტანს, ყანას ბალახს აცლის,
რა ყოფილა, იცით? ___ თოხი..

ფოთლები აქვს მწვანე,
ხილი ტკბილიც, მჟავეც,
შეშად ვჩეხავთ ხმელს,
რა ყოფილა? ___ ხე.

ტყეში ცხოვფრობს, ქუდი ხურავს,
საწვიმარი როგორც,
ვარჩევთ შხამიანს და საკვებს,
რა ყოფილა? ____ სოკო.

როცა ამკობს არე-მარეს,
მობიბინე არის მწვანე,
გამრამ, როცა ცელით თიბავ,
გახმება და არის . . .         თივა.

ხმარობს დედა მუდამ,
დენში ჩართვა უნდა
და ტანსაცმელს უთბობს,
რა ყოფილა?   ____ უთო.

ლამაზია ჭრელი ფრთებით,
დაფარფატებს ნელ-ნელა,
ყვავილს უვლის ფრენა-ფრენით,
რა ყოფილა?  ____ პეპელა.

მწვანეც არის და ყვითელიც,
ციტრუსებშია ლიდერი,
და ჩაიშიც მოგვწონს მგონი,
ეს კი ყოფილა __ ლიმონი.

ღორი დაკლეს, თან წააკლეს,
ასე არის ნათქვამი,
კვერცხსაც გვაძლევს, ხორცს და ბუმბულს,
რა ყოფილა? ____ ქათამი.

გათენებას რომ გვამცნობს,
აქვს დეზები მაღალი,
ყივის, ტოლად არვის ცნობს,
რა ყოფილა?  ___ მამალი.

დავიტვიტებს, უყვარს წყალი,
გან-გან დადის, როგორც მთვრალი,
კარგად დაფიქრდი და მიხვდი,
რა ყოფილა, იცით?  ___ იხვი.

ბუდეს იგებს კლდეზე,
ფრინველების მეფე,
ძლიერია, დაწივის,
რა ყოფილა? ___ არწივი.

უკვე ყველამ მოიძულა
ტრადიცია ამგვარი,
ჩვილს აწვენდნენ, თან არწევდნენ,
რა ყოფილა? ___ აკვანი.

ჭაობშია, ყიყინებს,
ამფიბია ამაყი,
თითქოს არც კი იძინებს,
რა ყოფილა?  ___ ბაყაყი.

შეგვცივდება, კარგად გვათბობს,
როცა მთებს და ველებს ათოვს,
ხან ვხერხავთ და ხანაც ვჩეხავთ,
რა ყოფილა, იცით? ___ შეშა.

წყალში ცხოვრობს, მას დაიჭერ,
ანკესს თუკი ესვრი,
გემრიელი საჭმელია,
რა ყოფილა? ____ თევზი.

უყვარს ტალახში ჩაწოლა
და კეთდება მისგან ლორი,
გემრიელი აქვს მწვადები,
რა ყოფილა, იცით? _____ ღორი.

როცა ბოსტანს ჩაუვლიან,
არ გეგონოთ სულგრძელი,
ყურცქვიტა და სკუპიაა,
რა ყოფილა? ____ კურდღლი.

დაპეტელობს ციკანი,
დაღრუტუნებს ღორი,
ერთად გამოიცანი,
რამდენია?   ___ ორი.

ოთახშია მაგიდა
ორი დიდი სკამით,
სკამები და მაგიდა
ერთად არის. . .      __სამი

დღეს ორი ორმო მოვთხარე,
ორსაც ხვალისთვის მოვთხრი,
და სულ რამდენი ორმოა? 
რამდენი და ...  ოთხი.

სამი ვაშლის ხე დავრგე,
ორი კიდევ თუთის,
ვაშლისა და თუთის ხე,
ერთად არის ...     ხუთი.

სამი კომში ემზარს,
სამიც კიდევ რეზის,
და ორივეს ერთად,
რამდენი აქვს?  ____ ექვსი.

სამი კილო ქლიავი,
ოთხი კილო შვინდი,
ერთად გამოიცანით
რამდენია?  ___ შვიდი.

ხუთი იხვის ჭუკი
მოჰყვებოდა ღვარს,
სამიც შეემატა
და სულ გახდა ...          რვა.

ხუთი ბავშვი ხბოს მიდენის,
ოთხი ბავშვი ცხვარს,
სულ რამდენი ბავშვი არის?
რამდენი და ...           ცხრა.

ვნადირობდი ტყეში, ვნახე,
ექვსი მგელი, ოთხი დათვი,
სულ რამდენი მხეცი ვანახე?
ყველა ერთად არის . . .          ათი.

დაფიქრდი, გამოიცანი,
რომელია მეტი,
ხუთისა და სამის ჯამი
თუ რვისა და ერთის?

სამი ბალი ჰქონდა ლალის,
სამი მისცა საბამ,
რამდენი აქვს ლალის ბალი,
დავითვალოთ აბა.

ორი ვაშლი აქვს გიგის,
ოთხი გიას, სამი მე,
აბა, კარგად დაფიქრდით,
რამდენი გვაქვს სამივეს?

თუ ტყეშია სამი მგელი,
ორი დათვი, ერთი მელა,
აბა, სწრაფად გამოიცან,
რამდენია ერთად ყველა?

ვიყიდე ერთი კალამი,
რვა წიგნი, სამი ალამი,
რამდენი არის თუ ხვდები,
მხოლოდ სასწავლო ნივთები?

ლიკას ჰქონდა რვა ბურთი,
ქეთის ორით მეტი,
სულ რამდენი ბურთი აქვს
ლიკასა და ქეთის?

დაფიქრდი, სწრაფად მითხარი,
რომელია ნაკლები,
ხუთი ხბო და ხუთი ხარი
თუ თორმეტი აქლემი?

ნიკას ჰქონდა შვიდი მსხალი,
ორი ვაშლი ჰქონდა ლალის,
ნიკასა და ლალის ერთად
რამდენი აქვს ხილი, ნეტავ?

ხუთს რომ სამი მივუმატოთ,
გამოვაკლოთ ერთი,
აბა, რა რიცხვი მივიღე?
ლუწია თუ კენტი?

ათი, შვიდი, რვა, ცხრა,
ოთხი, ორი, ერთი,
ამ რიცხვებში, აბა,
რომელია კენტი?

ექვსი, შვიდი, რვა, ათი.
ორი, ოთხი, ხუთი,
აბა, გამოიცანი,
რომელია ლუწი?

ეზოშია ხუთი ძროხა, 
სამი ხბო და ორი ცხვარი,
სულ, რამდენი ცხოველია?
დაფიქრდი, გამოიცანი.

ერთ ეზოში ძოვს ხუთი თხა,
მეორეში ოთხი ცხვარი,
ორ ეზოში ნეტავ ერთად
რამდენი ცხოველი არის?

                                  გულნარა ჟღენტი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი