ნოდარ დუმბაძეს
ნოდარის ფესვებს რომ მივყვებით წლებით და წლებით, ჩვენი გურული იუმორით და სხარტულებით, ჩვენ წინ კვლავ ცოცხლობს ბებია და ზურიკელები, ილარიონი, ილიკო და ის მთა-ველები, რომელიც მუდამ გვასაზრდოებს, გვეალერსება და გურულების სიყვარულით გული გვევსება. ნოდარის ნავალ ბილიკებზე ახლა სხვა დადის და იმ ბილიკებს უფლის მადლი, სურნელი ასდის. არ გაიწყვიტოთ შუბლის ძარღვი, ის გვასწავლიდა, დაგვმოძღვრა ყველა, ამქვეყნიდან ისე წავიდა. უკვდავებაში თუ კაშკაშებს ირგვლივ მუდამ მზე, ეს სახელი და გვარი არის ნოდარ დუმბაძე. გუბაზეული, ხიდისთავი, ჩოხატაური, თითქოს სამყარო აქ იწყება, ისმის ხმაური. გიხმობთ სუყველას მამულისთვის, ჩვენ ეს გვჭირდება, ვინც სიყვარულში ნოდარივით შეგვეჯიბრება. გულნარა ჟღენტი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი