ამ ახალ წელს


დაგელოცოთ ოჯახი და
დაგელოცოთ კერია
ამ ჭერქვეშ უფლისწყალობა
დაგებედოთ ბევრია.

გამრავლება, გახარება
ბევრი ძე და ასული
მონაგარით ამაყობდეთ,
როგორც ქვეყნის წარსულით.

ყველა წმინდა სალოცავი
შეგწეოდეთ ზეობით,
დახვედროდეთ ამ ახალ წელს
ფეხბედნიერს, მხნეობით.

მონაგარს რომ ვერ ითვლიდე
ამ შენს კუთხე-კუნჭულში,
ღვინო აღარ გეტეოდეს
არც მარანში, არც ჭურში.

 მუდამ ჰქუხდეს ამ ოჯახში
ლხინ-სიკეთე თქვენმიერ 
თამარობდეთ, დავითობდეთ,
მრავალ, მრავალჟამიერ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი