ახალი წელი ტყეში (პატარებისთვის)
მთხრობელი ტყეში ცხოვრობს რუხი მგელი. მას არ სურს ახალი წელი, დაძუნძულებს ტყეში მარტო და საკბილოს შოვნას ნატრობს. ამ დროს ქოხი დაინახა, ფრთხილად, ჩუმად დაიძახა, ხმა ამოუშვა ფრუტუნის, ისმის გოჭების ღრუტუნი. მგელი ვინა ხართ ჩემს სამეფოში? თქვენი ღრუტუნი მიშლის ხელს, გამოდით, კარი გამიღეთ და ერთად შევხვდეთ ახალ წელს. გოჭები ეს ჩვენ ვართ, აქ სამი გოჭი, ერთნაირი გვაქვს კუდები, ნიფ-ნიფ, ნაფ-ნაფ და ნუფ-ნუფი, მთელი დღე ღრუტუნს ვუნდები. მგელი მაშ გოჭუნებო, მითხარით, ის მამა ღორი სად არის? მე მიელვარებს კბილები, თუ თქვენ ხართ იმის შვილები? გოჭებო, კარი გამიღეთ, ცეცხლს ვანთებ, სახლი გაგითბეთ, მსურს მოგილოცოთ ეს წელი, სტუმრად ვარ, არა მკრათ ხელი. გოჭები დედა ასე გვაფრთხილებდა, დაძუნძულებსო აქ მგელი, ინდომებს თქვენს გაბრიყვებას, რომ ჩაგვამწაროს ეს წელი. მგელი მე საჩუქრებით მოვდივარ, თქვენთან რომ შევხვდე ახალ წელს, მე თქვენი მეგობარი ვარ, არ ვიცნობ არანაირ მგელს. გოჭები მაშინ მობრძანდით, ჩვენც გელით, ყველამ ჩავჭიდოთ ხელი-ხელს, ჩვენია ახალი წელიც და ერთად ვნახოთ ნაძვის ხე. მგელი სიზმრად გიხილეთ ამ დილით, ნუ ფიქრობთ, რომ არ გახლებთ ხელს, ახალ წელს კარგი სადილით ჩავიტკბარუნებ თქვენით ყელს. მეკვლე ქარს სინანული რად მოაქვს? არ ისმის ხმა სიხარულის, მეკვლე მოვედი, თან მომაქვს, ერთობა და სიყვარული. ნიფ-ნიფ, ნუფ-ნუფ და ნაფნაფი, რამ შეგაშინათ თქვენ ეგრე, სიხარულით და საჩუქრით, თქვენს სახლში მოვედი მეკვლე. გოჭები თქვენ შორის მეკვლე ვინ არის? ამან იცრუა, ხომ ხედავ, ცრუს, ორპირს გავუღეთ კარი, რა გვეშველება ჩვენ ნეტავ? მეკვლე მეკვლედ ვარ, ამ ლამაზ ღამეს ლაპლანდიიდან მოველი, მგელი ვერას დაგიშავებს, თქვენია ახალი წელი. მგელო, მოგვეცი პირობა და ეს იქნება გმირობა, მგლობაზე თუ აიღებ ხელს, ერთად შევხვდებით ახალ წელს. მგელი გთხოვთ, მაპატიოთ, გპირდებით, ვფიცავ, რომ გამოვსწორდები, ვფიცავ, არ ვიყო მე მგელი, თუ ჩაგიმწაროთ ეს წელი. მეკვლე მშვიდობა იყოს მრავალ წელს, ამქვეყნად ამირ-იმიერ და მოგილოცავთ ახალ წელს, იხარეთ, მრავალჟამიერ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი