მარტის სცენარი


მთხრობელი
გასაოცარი, ძალზე  ლამაზი,
ასეთი თბილი და თანაც ნაზი,
მიმოქარგული და მოხატული
დედის თვე არის ეს გაზაფხული

ბავშვებო, იცით, რა მაგონდება,
დედისგან თქმული, რაღაც ამგვარი,
ეს ფიფქიაო, ეს შვიდი ჯუჯა,
დედამ მომიყვა მათზე ზღაპარი.

თურმე, იმ უღრან ტყეში ცხოვრობდნენ
ჯუჯები კეთილ-ალალი გულით,
ყვავილებს კრეფდნენ, სურდათ ვინმესთვის,
რომ მიელოცათ დღე გაზაფხულის.
1.	(ცეკვა - ხორუმის ილეთებით შემოდიან ჯუჯები და შემდეგ თითქოს იებს კრეფენ)
I - ჯუჯა _ ხედავ, რამდენი იები დავკრიფე?
II -  ჯუჯა _ ეჰ, იები კი კარგია, მაგრამ ვის მივართვათ?
III - ჯუჯა __ დედას!
IV - ჯუჯა __ დედა რომ არ გვყავს?
V - ჯუჯა __ ჩამოვსხდეთ, დაველოდოთ, ვინმე ქალი ან გოგონა ჩამოივლის და იმას ვაჩუქოთ.
VI - ჯუჯა __ ამ უღრან ტყეში ქალს ან გოგონას რა უნდა? _ აქ ვინმე გზააბნეული თუ ჩამოივლის
V - ჯუჯა __ რა იცი, იქნებ ვინმე გზააბნეული ქალი ან გოგონა იყოს
VII - ჯუჯა __ ეს ზღაპარი სხვას მოუყევი
ფიფქია __ (ისმის ხმა) მიშველეეეთ! დამეხმარეეეეთ! 
I - ჯუჯა __ ეს ხომ ქალის ხმაა?
II - ჯუჯა __ მგონი გოგონას ხმაა
III - ჯუჯა __ ვინ უნდა იყოს ამ უღრან ტყეში ამ დროს?
IV -ჯუჯა __ ალბათ ვინმე გზააბნეულია
V - ჯუჯა __ე, ჰე ჰეეეეეე, აპ მოდი, ვინა ხარ?
ფიფქია __ მე ვარ გზააბნეული,
                     პაწაწინა ფიფქია,
                    აქ რომ უღრანი ტყეა,
                   აღარც კი მიფიქრია.

მე ვიცოდი ამ ტყეში,
იყო ჯუჯა შვიდი,
რომ მათ ჰქონდათ ცხოვრება
ლამაზი და მშვიდი

VI - ჯუჯა __
 როცა ამ იებს ვკრეფდი,
მართლა არ მიფიქრია,
თაიგულის მფლობელი 
გახდებოდა ფიფქია.     (იებს მიართმევს ფიფქიას)

VII - ჯუჯა __ შენ მოგიძღვნი, იცოდე, 
                        მთელი სულით და გულით,
                       მოდი, ჩვენთან იცხოვრე
                       და დავტკბეთ გაზაფხულით.
ჩვენთვის მოკაშკაშე მზე
ჯადოსნური იქნება,
ამ წუთიდან ყოველ დღე
სიხარული იწყება.    (იებს მიართმევს ფიფქიას)
I - ჯუჯა __
ოჯახში ქალი სიძლიერეა,
თუნდაც პატარა, ციცქნა ფიფქია,
გთხოვ გაუფრთხილდით ქალს, დედას, ბებოს,
კაცური სიტყვა ბევრჯერ მითქვია.
2.	(ტანგო, ფიფქია ცეკვავს მორიგეობით ჯუჯებთან და როცა შვიდივე ჯუჯასთან იცეკვებს, ბოლოს ჯადოქარი გამოეცხადება))
ბოროტი ჯადოქარი __
ფიფქია, მოდი ჩემთან,, ნახე, ჯადოსნური ვაშლი მაქვს შენთვის, ჩაიფიქრე, ჩაკბიჩე და ყველა სურვილი აგისრულდება.
ფიფქია __
დიდი მადლობა, კეთილო მოხუცო, მე კი ლურჯთვალა იებს მოგართმევ და მოგილოცავ გაზაფხულის მოსვლას.
ჯუჯები __
შეჩერდი ფიფქია, არ დაუჯერო, ის ხომ ბოროტი ჯადოქარია
I I- ჯუჯა __ ფიფქიას ჩვენი აღარ ესმის, რა გავაკეთოთ, რით ვიხსნათ ჩვენი ფიფქია?
III _ ჯუჯა__
ყველამ ერთად შევძახოთ ჯადოსნური სიტყვები:
ჯუჯები ___
ჯადოქარს გაუფრთხილდი,
ბოროტული ფიქრი აქვს,
ვაშლს თუ შეჭამ, მოკვდები,
გამოფხიზლდი ფიფქია!
გამოფხიზლდი ფიფქია!
გამოფხიზლდი ფიფქია!.
III _ ჯუჯა __
ფიფქიას ჩვენი არ ესმის,
იქნებ ვიღონოთ რამე?
სიკეთე ბოროტებასთან
ითვლის სიცოცხლის წამებს.
ჯადოქარი __ ღმერთო, რა ლამაზი იებია! (ფიფქიამ ვაშლი ის ის არის უნდა ჩაკბიჩოს, რომ ჯადოქარი შეაჩერებს) __მოიცა, არ შეჭამო, დამიბრუნე ვაშლი (უბრუნებს ფიფქია ვაშლს), _ რა ძალა ჰქონია ამ სურნელოვან ყვავილს, სიკეთის სურვილი გამიჩინა.
მთხრობელი
იები ტოვებს ნაკვალევს,
სურნელი იპყრობს გულს,
ქვეყნად სიკეთეს რა დალევს,
თუკი სიკეთე გსურს.

ჯადოქარი
მივხვდი, რომ ღამე თენდება,
არ იკარგება კვალია,
კეთილი საქმის კეთება
ყველა მოკვდავის ვალია.

მთხრობელი __
ასე  მხიარულობდნენ
მუდამ სახემცინარი,
ამ დროს სიზმარამ ნახა
უცნაური სიზმარი.

ამ სიზმარმა ჩვენს სიზმარას
სიხარული მოჰფინა,
მზე, მთვარე და ვარსკვლავები
ყველა მისი ყოფილა.

(სცენარი სიზმარადან) 
სიზმარა __ 
აქეთ მზე და იქით მთვარე,
 უკან კიდევ ვარსკვლავები.
ახლა დროა წამოვწვე და
შემოვიწყო თავს მკლავები.

მთხრობელი ___
და იმ დროს, როცა ტკბილ სიზმარს
ჩენ გვიყვებოდა სიზმარა,
აქეთ წუნა და წრუწუნა,
იყო და არა იყო რა.

3.	(_ წუნასა და წრუწუნას სიმღერა)

მთხრობელი _ 
ბედნიერი წყვილი როცა,
სიყვარულით ტკბებოდა,
აქ ყეფით და ყიყლიყოთი
სოფელი შენდებოდა.
4.	(სოფლის შენებას რა უნდა _ სიმღერა)

მთხრობელი _
როცა ასე უზრუნველად,
ეს სოფელი შენდებოდა,
კომპლე ჭრელას მისტიროდა,
ბატონი არ ნებდებოდა

კარგ ცხოვრებას ჩვეულ ბატონს
ჭრელა მოსწონებია,
სურვილი რომ აისრულა,
ლხენა მონდომებია.

5.	(მიყვარს ხმა და მიყვარს ჭამა - სიმღერა)
ბატონი (მუცელი ასტკივდება ბევრი ჭამისგან და ყვირის) _ ვაი- ვაი, ვაი- ვაი!
კომბლე _ მე მოვარჩენ თქვენს ბატონსა

მთხრობელი__
ჩვენმა კომბლემ მოახერხა,
ექიმად გარდასახვა
ბატონს რომ დღე დააყენა,
კარგად გესმით ალბათ ხმა.
(ბატონს კომბლე კომბალს ურტყამს და ბატონი ყვირის: __ მიშველეთ! მომკლა! მიშველეთ!)

და ამგვარად კომბლემ კომბლით
დაიბრუნა მისი ჭრელა,
აქეთ მგელი ლაღად ლხენით,
მოძუნძულებს ნელა-ნელა.

მას კრავისთვის მიუძღვნია,
ნაზი ყვავილები მინდვრად,
გზას გვინათებს სიკეთე და
მეგობრობა გზად და ხიდად.

6.	(მგელი და კრავის სიმღერა)

ამ მადლიან ქვეყანაში,
ყველა სურვილი ახდება,
თუ სიკეთეს გააკეთე,
გაივლი და წინ დაგხვდება.

ბავშვი __ რა კეთილი ზღაპარია
მთხრობელი __ იცი, რატომ არის კეთილი?
ბავშვი _ არა!
მთხრობელი __ იმიტომ, რომ გაზაფხულია და გაზაფხული თავისთავად თბილი და კეთილია, რადგანაც გაზაფხული ხომ დედების თვეა და ყველა დედა გაზაფხულივით კეთილი და თბილია.
ბავშვი _ შეიძლება, მოვეფერო დედას?
მთხრობელი _ რა თქმა უნდა
ბავშვი __ 
დედაა ჩვენი რწმენის საუფლო.
დედა საწყისი ყველა სიკეთის,
დედაბუნება, დედასამშობლო,
გასაჭირის დროს დედა იმედი.

ბაზალეთის ტბის ძირში რომ არის,
არდარწეული აკვანი ერთი,
იქნებ ნანინას უმღერს თამარი,
იქნებ მფარველობს უფალი-ღმერთი.

ჩვენს სევდა-წუხილს ყველაზე მეტად
და სიხარულსაც პირველი ხედავს,
რომ გვევლინება ყველგან იმედად,
ჩვენთვის რომ ცოცხლობს, ესაა დედა.


გზას რომ გვინათებს, გვარიდებს ცოდვას,
ყველგან თან დაგვდევს იმისი ლოცვა,
ჩვენა ვართ მათი წმინდა ედემი.
ღმერთო, დალოცე ქვეყნად დედები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი