ახალი წლის ზღაპარი (პატარებისთვის)
__ელფები ამ ახალ წელს უფრო მეტად რომ შევმატოთ ელფერი, დღეს საჩუქრებს მოგვიმზადებთ პაწაწინა ელფები. სიძულვილი, ბოროტება, ჩამოგვეხსნა ყველა გზიდან, მოვდივართ და თქვენთან მოგვაქვს მეგობრობა გზად და ხიდად. __ მთხრობელი ერთი რამე ვერ გათვალა თოვლის ბაბუმ მშვიდმა, დინჯმა, გასაღები სკივრის ელფებს ჩუმად ააცალა გრინჩმა. საშინელი მახინჯია, ბოროტების ელფერით, ეშმაკობით, თაღლითობით მოატყუა ელფები. უცებ ქარი ამოვარდა, არრა არის ხილული, საიდანღაც გამობრძანდა დედოფალი ყინულის. როცა ირგვლივ დაინახა საახალწლო ელფერი, ბოროტება მოეძალა და დატუქსა ელფები. __ყინულის დედოფალი ეს რა ცირკი მოგიწყვიათ, თან ნაძვის ხეც მოგირთვიათ, ამ საუფლოს მბრძანებელი მე ვარ თანაც განმგებელი თქვენ ვინ მოგცათ ამის ნება, ტყეს რომ აფრთხობთ ჟრიამულით, მე ქედს მიხრის თვით ბუნებაც, არ მსურს იყოთ მხიარული. მე ყინულის დედოფალი, დავაბიჯებ ბარშიც, ველად, გრინჩს გადავცემ საჩუქრის სკივრს, თქვენ ყინულად გაქცევთ ყველას. __ მთხრობელი ახლა გრინჩზეც მოგიყვებით: იყო კეთილი და დინჯი, მერე როცა დამახინჯდა, გახდა ბოროტების პრინცი. ვინც სიკეთეს გააკეთებს, სურს დასთხაროს ორთავ თვალი, გრინჩთან ერთად გაბოროტდა დღეს ყინულის დედოფალიც ამ ჩვენს ყინულის დედოფალს ტყვედა ჰყავდა ჩენი ფიფქია, __ დედოფალი შენ ჩემთან ერთად წამოხვალ, ეს ერთხელ უკვე მითქვია. __ფიფქია ვერ წამიყვან, გადაიგდე თავიდან ეგ ფიქრები, ჰოდა ჩემი მეგობრების მხსნელი თავად ვიქნები. __ მთხრობელი ესა თქვა და თავად გახდა, თითქოს ერთი მუჭა ხელს იქნევს და უცებ მასთან გაჩნდა შვიდი ჯუჯა. __ფიფქია ჩემს მეგობრებს დავეხმაროთ, ჯუჯავ, ჩემო კარგო, საახალწლო განწყობისთვის, ჩვენ ვიცეკვოთ ტანგო. (ფიფქია და ჯუჯები ცეკვავენ ტანგოს) __მთხრობელი დედოფალმა ჩვენს მეგობრებს, გული რომ არ ატკინოს, ახლა ჩვენთან გრძელი ცხვირით მოვიდა ბურატინო. (ბურატინოს სიმღერა) __მთხრობელი: თუ გინდათ მხიარულება, არ შეანელოთ ტემპი, კიკინებით ჩვეთან მოდის, ჭორფლიანი პეპი. (პეპის სიმღერა) __მთხრობელი ტყეში ყველა გამოცოცხლდა, დათვი, მგელი და მელა, და ყინულის დედოფალიც სითბოს აფრქვევს ნელ-ნელა. (ყველანი ერთმანეთს ხელს ჩასჭიდებენ) კარნავალისთვის მზადებამ და ძალამ სიყვარულის, თურმე სიკეთით აავსო გრინჩის ბოროტი გული. სიძულვილის დამარცხება, სულაც არ არის ძნელია, ბოროტსა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია გულნარა ჟღენტი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი