სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია (შესწორებული)
სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია ________________________________________ სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია, ეს დიდებული კაცისგან და დიდი გულით თქმულია, მართლაც რომ საუნჯე არის და გამოცნობა რთულია, ამ ფიცხი, მაგრამ ტკბილ ხალხის მე სიყვარული მწყურია. აქ ჩემია ყველა კუთხე და ყოველი შარაგზა, ოღრო-ჩოღრო, შუკა-შუკა, დაბლა ბარი, მაღლა მთა, აქეთ სუფსაც ჩემი არის, იქით გუბაზეული, მე ყველაზე მდიდარი ვარ და არა ვარ ეული. მიყვარს ჩემი გურულები, მიყვარს მათი ხმაური, მთის ფერდობზე შეფენილი ჩემი ჩოხატაური. კლდის ნაპრალში მოსჩქეფს მარდად ცივზე ცივი ცხრა წყარო, ამაყი ვარ რომ ჩემია, ნაბეღლავიც, ბახმაროც. და ბახმაროს ნისლის ბუღში გახვეული ტაძარი, ეს ხომ ფერისცვალებაა, უფლის მადლიც აქ არის. ჩემი არის ის უდაბნოც, კლდედ შედგმული სენაკით, ეს სავანე ჩემი არის და ვერ დავთმობ ვერას გზით. ოზურგეთში გომის მთა თუ აჭის წყალი ანკარა, ურეკი თუ შეკვეთილი, ჭინჭაოს ტბა პატარა, პარკი მინიატურის ხომ ყველა კუთხის გულია, ყველას სიყვარულს დაიტევს ჩემი ციცქნა გურია. ლანჩხუთში პალიასტომი, გრიგოლეთი, ჯაპანა აქ იწყება სამოთხე და ღვთისმშობელის ქვეყანა, მამამთისკენ წყურვილს გვიკლავ საქვიხიას ჩანჩქერი აქეთ ჯიხეთის მონასტერს უფლის მადლი დასცქერის. გურიაა ყველასათვის საოცნებო ადგილი, რწმენა აღსდგა და გაბრწყინდა აქ ღვთისმშობლის მანდილი, აქ იციან გულის გაშლა, სიყვარული ნამდვილი, გურულებთან სტუმრობაო ნუ გგონიათ ადვილი. ხის სიმაღლე იზომება ფესვით, არა მიწიდან, მიტომ გვიყვარს ეს საუნჯე, რომ ფესვები გვიზიდავს. ბოროტება ვერ დაგვაკლებს, ვერც მომხდური მტერია, გურულებო დაგელოცოთ ოჯახი და კერია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი