ქალი დედაა და გმირი
ქალი სუსტიაო, იტყვით, ნურას უკაცრავად, ცდებით, ჯაგნარს ფეხშიშველი ივლის, ქალმა გადადგაო მთები. ქალი დედაა და იბრძვის, როგორც უძლეველი ვეფხვი, დედა ვულკანივით იწვის, დედა ელვაა და მეხი. შვილისთვის სიცოცხლეს დათმობს, თვალს არ მოხუჭავს წამით, თავზე რომ ჭაღარა ათოვს, თვალზე ცრემლების ნამი. მიწას რომ დაეცეს ფერხთით, ასჯერ ადგება უმალ, სულ რომ იაროს ფორთხვით, შვილს შეავედრებს უფალს. რამდენი ქალია ვიცით, რამდენი გმირია დედა, იგი წარსულიდან იცდის, იმას მომავალშიც ვხედავთ დედამ საკუთარი ხელით. ამოიგლიჯა გული, შვილს მისცა, როგორც კვერთხი, ნიშნად დიდ სიყვარულის. ძლიერ ქალს ქვეყნად რა სჯობს ძლიერი ქალია დედა სიცოცხლის სადარაჯოდ ხმლითა და თასით ვხედავთ. ქალი დედაა და გმირი, ეშმაკს დაამარცხებს წამით, დედა უტეხელი პირით, დედებს გაუმარჯოს, ამინ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი