საახალწლო სცენარი პატარებისთვის 2025
(ისმის მრავალჟამიერი და ბოროტი მგელი გამოჩნდება)
https://www.youtube.com/watch?v=RGRomUx0dxQ
მგელი _
ზამთრის თეთრი ღამეა და
მესმის მრავალჟამიერ,
საახალწლო ზეიმია
იმიერ და ამიერ.
მართალია ლამაზად თოვს,
ფიფქი მეალერსება,
მაგრამ მაინც ჩემი გული
ბოროტებით ივსება.
არ მინდა რომ ამ ახალ წელს
ყველა ზეიმს აწყობდეს,
თუ ბიჭი ვარ ტყეში ყველას
გავუფუჭებ განწყობებს.
https://www.youtube.com/watch?v=3CWJNqyub3o
(საახალწლო სამზადისია ტყეში)
დათვი -
საახალწლო ნაძვის ხესთან
ვინ მიმასწრებს , ვინა?
მსურს ნობათი მივიტანო,
თაფლი ერთი ქილა.
ციყვი -
ჩემს ძმებს, ციყვებს რომ დავასწო,
უფრო სწრაფად ვივლი,
საახალწლო ნაძვის ხეზე,
რომ დავკიდო თხილი
მელა-
მელაკუდა მოვდივარ.
აბა დელი დელა,
ახალი წლის ზეიმზე
მსურს მოვხიბლო ყველა.
არწივი-
საახალწლო სამზადისს
სიხარულით დავწივი,
ნაძვის ხესთან მოვდივარ,
მოვიჩქარი არწივი.
ლომი -
მეფე ვარ და ამ ჩემს ტყეში,
ყველას გულით ველი,
მინდა ერთად გავითენოთ
ეს ახალი წელი.
კურდღელი -
სკუპ-სკუპ, სკუპ-სკუპით მოვდივარ,
მოვიმღერი ალილოს,
ნაძვის ხეზე მსურს დავკიდო
ჩემი ტკბილი სტაფილო.
მამალი-
ყიყლიყოს რომ დავიძახებ,
გათენებას გამცნობთ,
საქათმიდან კვერცხი მომაქვს,
ნამცხვარს გამოვაცხობთ.
ირემი -
ქორბუდა ვარ ტყის მშვენება,
მოვიჩქარი მედგრად,
ამ ახალ წელს გავითენებ
მეგობრებთან ერთად.
სამი გოჭი -
ეს ჩვენა ვართ სამი გოჭი,
გვაქვს ერთნაირი კუდები,
ნაფნაფ, ნიფნიფ და ნუფნუფი,
მთელი დღე ღრუტუნს ვუნდებით.
მგელი -
გოჭუნებო მე მომქონდა
ტკბილი გოზინაყი თქვენთან,
რკოსგან გამიკეთებია,
რომ წაიღოთ ნაძვის ხეთან.
სამი გოჭის სიმღერა
https://www.youtube.com/watch?v=HKyu-H5cIn4
მგელი
რატომ უნდა გეშინოდეთ?
თქვენთვის გადმოვედი მთებით,
მოკალათდით, კიდევ მოვა
თქვენნაირი ჩერჩეტები.
წითელქუდა (მღერის)
https://www.youtube.com/watch?v=67I3KTtexBA
მგელი
ჩუმათ, აქეთ ვიღაც მოდის,
დავიმალო უნდა,
მგონი კარგი საკბილოა
ჩემი წითელქუდა.
ზღაპარ-ზღაპარ რად დადიხარ
წითელქუდა გართმევ ხელს,
ბებიასთან წაგიყვან და
მივულოცავთ ახალ წელს.
ეს ვინღაა, ო, ამაზე
მართლაც არ მიფიქრია,
ნაძვისხესთან მე წაგიყვან
ჩემო ციცქნა ფიფქია.
ფიფქია
მგელო, თოვლის ბაბუასთან
შესახვედრად მივდივარ,
საახალწლო ნაძვის ხესთან
ოცნებით და ფიქრით ვარ.
მგელი
ვიცი, ვიცი, ჩემო ციცქნა,
პაწაწინა ფიფქია,
თოვლის ბაბუ გელოდება,
განა არ მიფიქრია?
თოვლის ბაბუ
შორი გზიდან მოვდივარ,
არ მასვენებს ფიქრია,
აღარც წითელქუდა ჩანს,
აღარც ჩემი ფიფქია.
მგელი
თოვლის ბაბუ, სანატრელო,
წამომყევი, ყველა გელის.
უშენოდ ხომ ვეღარ მოვა
ტყეში ეს ახალი წელი
(თოვლის ბაბუსაც დაატყვევებს)
ძაღლი _ (ნაძვის ხესთან მირბის)
ყეფით არე ავიკელი,
რომ დავაფრთხო მტერი,
მშვიდობით რომ გავითენოთ
ეს ახალი წელი.
მაგრამ თოვლის ბაბუ მგელმა
გაიტაცა, არ გინახავთ?
იცით, ბაბუ თუ არ მოვა,
ახალ წელსაც ვეღარ ვნახავთ.
___ მელა
მაშინ რაღაც მოვიფიქროთ,
მოიხიბლოს ჩვენით მგელი,
ვაპატიოთ საქციელი,
დავავიწყოთ მტრობა ძველი.
თოვლის ფანტელები
მეგობრებო შემოგვხედეთ,
აქ ვართ თოვლის ფიფქები,
მგელს რომ მტრობას დაავიწყებს
პირველი ჩვენ ვიქნებით.
https://www.youtube.com/watch?v=W_w_ORnr9VI&list=PLvkYisBxjtXIz4ba-wN3AFhcIWftdZb_A
ციყვი __
ყველამ ერთად მეგობრებო
არ შევანელოთ ტემპი,
ჩვენს საშველად აქეთ მოდის,
გრძელი წინდებით პეპი!
პეპის სიმღერა:
https://www.youtube.com/watch?v=dmHA3EBFEgc
კურდღელი
მოემზადეთ თუკი გჯერათ
ჯადოსნური სიტყვების,
ფერიები გვიწყალობებს,
ბედნიერი ვიქნებით.
ფერიების სიმღერა
https://www.youtube.com/watch?v=P2zH3Z9haXc
ირემი -
ამ ახალ წელს ფრთხილად ვიყოთ,
გული არვის ვატკინოთ,
ჩვენთან დასახმარებლად
მოვიდა ბურატინო
ბურატინოს სიმღერა:
https://www.youtube.com/watch?v=QjbdyZ9fH_M
მამალი -
და ჩვენს ჯუჯებს მთელი ღამით
არ ასვენებს ფიქრია,
მგლის ბუნაგში მიუგნიათ
ამ საღამოს ფიფქია.
https://www.youtube.com/watch?v=SHE_ZB2cpjM
მგელი
მაპატიეთ მეგობრებო,
აღარ მინდა მგლობა,
დავივიწყოღ ძველი წყენა,
ძველიძველი მტრობა
___ დათვი
თუკი მტრობას დაივიწყებ,
მაშ ჩავკიდოთ ხელი ხელს,
ერთად შევხვდეთ ახალ წელს და
ერთად მოვრთოთ ნაძვის ხე.
არწივი
დაგებედოთ ბარაქა და
სიხარული მრავალი,
და ალილოს ტკბილი ჰანგით
მოდის წელი ახალი
ალიალო
https://www.youtube.com/watch?v=qlYuJR7iAyg
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი