გავაცილოთ შემოდგომა (პატარებისთვის)


გავაცილოთ შემოდგომა

ბოშა ქალი ცეკვავს, თან ძირს დაცვენილ ფოთლებს გვის და ამბობს:
ბოშა ქალი __არ მიღვარს ეგ ოხერი შემოდგომა, დაგავე, ისევ ღრია ფოთლები, დაგავე, ისევ ღრია ფოთლები.
პირველი პოეტი - შემოდგომის დღეო,		
                                მილეულო მზეო,
                                მიყვარს ქარის შრიალი
                               და ფოთლების ფრიალი.
ბოშა ქალი_ ერთი ამას დამიღედე? მე მკითხე თუ მიღვარს ეს შენი ფოთლების ფრიალი.
მეორე პოეტი  - რა ლამაზად მოფენილა
                             გზებზე ყვითლად ფოთლები,
                             თითქოს ნაბახუსევია,
                             ეძინება მოთელილს.
ბოშა ქალი _ ლამაზად, ლამაზად, შენთვის ლამაზად, ჩემთვის, დილიდან ზოზღი,    
                        ღამემდე ზოზღი. ვაა
მესამე პოეტი  - შემოდგომა შემოსულა
                             ფოთლის ყვითელ ფერებით,
                             ხალიჩად რომ დამეფინეთ,
                             თითქოს მე მეფერებით.
ბოშა ქალი _ მეხიც დაგცემია მაგ გასიებულ თავზე, ეგ ხალიჩები დღეში რამდენჯერ უნდა
                       გავზოზღო?
მეოთხე პოეტი  - პოეტებო მოვიმარჯვოთ,
                                კალამი და რვეული,
                                 ლექსი ვუძღვნათ ფოთლებს, ხიდან
                                 რომ ფარფატებს ეული.
ბოშა ქალი - არც პოეტები არ მიღვარს,
                       არც შემოდგომა წყეული,
                       ზიან და წერენ ფოთლებზე,
                       ჩამოვარდაო ეული
მეხუთე პოეტი  -    ნახეთ ქარმა დაუბერა,
                                 გააშიშვლა ხეები,
                                 სიყვითლეში ჩაგვაფლო და
                                 შეამოკლა დღეები.
ბოშა ქალი -  აი, თქვენ კი დაგიმოკლდეს დღეები. . . 
                        ეს ხეები რომ გაშიშვლდა,
                        ფოთლები სად წავიდა?
                       ადე ბოშავ, ზოზღით ხელში,
                        დაუარე თავიდან.
მეექვსე პოეტი  - დაუბერე, დაუბერე,
                              შემოდგომის ქარო,
                             რომ ქალაქის ქუჩის მტვერი
                              ფოთლებით დაფარო.
ბოშა ქალი - ეს პოეტები, სულ მთლად გაგიჟებულან. თქვენ რა, ჩემ ჟინაზე დგეხართ.
                       აქედან გამეცალეთ, თორე ეს ზოზღი წამოვა თავუკუღმა.
მეშვიდე პოეტი -    ნუ გვიწყრები ბოშის ქალო,
                                 ნუღა ჩამოგტირის სახე,
                                 შენ გვიცეკვე, რადგან ცეკვით
                                 ყველა გამვლელს თავბრუს ახვევ.
ბოშა ქალი  _  მაშ, ვიცეკვო? შენ დაუკარ! ( იწყებს ბოშა ქალი ცეკვას და ბოლოს
                         პოეტებიც   აყვებიან).

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი