შემოდგომა


ყვითლად მიმოფანტულ 
           ფოთოლთა შრიალში
            და წელიწადის 
            დროთა ტრიალში,

თავისი ხიბლი აქვს
ყველა დროს დადგომას,
მაგრამ უჩვეულო
არის შემოდგომა.

          მე ვარ შემოდგომა,
          ფერთა ფოთოლცვენა,
          ზამთრის მოლოდინში
          ჩიტთა გადაფრენა.

ხედავთ? საწნახელი
როგორ აჭრიალდა,
ქარმა დაუბერა,
სუსხი დატრიალდა. 

         ყვითელ შემოდგომის
         მე ვარ დედოფალი,
         კეთილ სურვილების
         თქვენი ნატვრისთვალი.

    ბავშვი __
ნუთუ ამისრულებ        
რაც რამე მინდა?
    შემოდგომა__
სურვილი ჩაიფიქრე,
მითხარი რაც გინდა. 
     ბავშვი___
მინდა ფიფქია და
მინდა შვიდი ჯუჯა,
მინდა სიზმარა და 
მინდა წითელქუდა,

                  მინდა დათუნია,
                  მინდა მელაკუდა,
                  ჩემო ნატვრისთვალო,
                  მინდა ზღაპრის გუდა.
  შემოდგომა ___
იცით რასა მთხოვს
 ეს ჩემი ფესვები?
სურვილის სანაცვოდ
მაჩუქეთ ლექსები.

            ამას ხომ შეძლებს 
            ყოველი ბავშვი,
            თუ მოინდომებთ
            გამოვა მაშინ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი