ფოთოლცვენა
გვართობს ფოთოლცვენა და შეგვმატებს ლხენას, ფრინველების სტვენა, დღეთა სწრაფი ფრენა. მაგრამ დროთა რბენა, ჰგავს ამ ფოთოლცვენას, ვით მცენარე ელის, ისევ შეცვლას ფერის, ისევ ახალ ყლორტებს, ისევ ახალ ტოტებს, მივდევთ დროთა ფრენას, როგორც ფოთოლცვენა. ვით სამყაროს შვენის სიცოცხლის ელფერი, სანამ ვართ ამქვეყნად, ვიყოთ ტკბილად, ერთად. ნუ გსურთ ბოროტება, არ იხაროს მტრებმა, ჩვენს მომავალს ჩვენი სიყვარული შვენის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი