შეგონებანი


ჩვენ შეგვასწავლეს სიკეთე,
ეს ხომ არ არის ძნელია,
 „ბოროტსა სძლია კეთილმან“,
არსება მისი გრძელია.

გვასწავლიდნენ მშობლებისთვის,
რომ არ ვიყოთ დარდი,
კარგი შვილები რომ არის,
დედის გულის ვარდი.

რომ ვემსახუროთ სიკეთით,
ქვეყანას ლაღს და მზიანსა,
„არ დავიწყება მოყვრისა ,
აროდეს გვიზამს ზიანსა“.

რომ გამოვადგეთ ქვეყანას,
ვით გმირი და ხელოვანი,
„სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, 
სიკვდილი სახელოვანი“.

თანასწორია სუყველა,
გინდ ქალი, გინდაც კაცია,
„ლეკვი ლომისა სწორია ,
ძუ იყოს თუნდაც ხვადია“.
 
იმედებს თქვენზე ვამყარებთ,
როცა მომავალს გასცქერით,
ასჯერ იფიქრეთ საფიქრი
და მხოლოდ ერთხელ გასჭერით.

მოყვასს მოყვრულად დავუხვდეთ
ამით ვახაროთ ერია
„ვინც მოყვარესა არ ეძებს 
იგი თავისა მტერია“.

ცისკარს ხალისით შევხვდეთ და
ვიყოთ სიკეთის მდევარი,
„ადრე ამდგარსა კურდღელსა.
ვერ დაეწევა მწევარი“.

სხვა უკეთესი იქნება?
მით ნუ გაიტეხ გულსაო,
კარგისგან კარგი აიღე,
ბაძვა სჯობია შურსაო.

გამარჯვებული ის არის,
ვისაც კი მოუთმენია,
ვარდი უეკლოდ ამქვეყნად
არავის მოუკრეფია.

დაგიფასდებათ იცოდეთ,
თუკი სიყვარულს ითვისებ,
შენგან გაცემულ სიკეთეს 
ხალხი არასდროს ივიწყებს.

ხელი მეგობარს აწვდინე,
გაიგებს, მჯერა გაიგო,
ერთი თხილის გული, როცა
ცხრა ძმამ თანაბრად გაიყო.

საქმეს ნურასდროს გადადებ,
ეს არ მოგიტანს კარგსაო,
„დღემეხვალია კაცსაო,
თოვლი მოუვა კარსაო“.

სიკეთე არ იკარგება
და ოცნებებიც ახდება,
„კარგი ჰქენი, ქვაზე დადე, 
გაიარე, წინ დაგხვდება“.

გვითხრეს ისმინეთ ჩემი და
რჩევას მისდიე ამასო,
„ის ურჩევნია მამულსა, 
შვილი რომ სჯობდეს მამასო“.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი