წელიწადის თვეები


იანვარი აპნისია, სარწყუნისი თებერვალი,
მარტი მირკანი არის და გაახლა იამ თვალი
აპრილი თუ იგრიკაა, მაისია ვარდობისთვე
ივნისი ხომ მკათათვეა, გვათბობს მაღლით ცხრათვალა მზე,
ივლისს თიბათვეს ვეძახით,  მარიამობას აგვისტოს,
ზაფხულის ცხელი დღეები ზღვამ მოლივლივემ დაგვიტკბოს,
სექტემბერს ენკენისთვედ ვთვლით, ღვინობისთვედ კი ოქტომბერს
და საწნახელთან ვადიდებთ გიორგობისთვეს, ნოემბერს.
უფლის წყალობას ვუსურვებთს, ჩვენს სამშობლოში ბერს და ერს,
ვლოცავთ უფლისგან დალოცვილს, ქრისტესშობისთვეს, დეკემბერს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი