გაზაფხული
კვლავ გაიფურჩქნა ირგვლივ ყოველი, და კვლავ ამღერდა გრძნობით გულია, მოდის სიცოცხლის ლაღი მთოველი, გაზაფხულია, გაზაფხულია. თითქოს გაფრინდა სევდა და წყენა, ჩაიდგა ირგვლივ მთებმაც სულია, უგულომ გული, უენომ ენა, გაზაფხულია! გაზაფხულია! ავსა და ბოროტს წაიღებს ქარი, სიძულვილს შეცვლის სიყვარულია, ულამაზესი თუკი რამ არის, ეს მაისია, გაზაფხულია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი