დედას


დედაა ჩვენი წმინდა საუფლო,
დედა საწყისი ყველა სიკეთის,
დედაბუნება, დედასამშობლო,
გასაჭირის დროს დედა _ იმედი.

ბაზალეთის ტბის ძირში რომ არის,
არდარწეული აკვანი ერთი,
იქნებ ნანინას უმღერს თამარი,
იქნებ მფარველობს უფალი-ღმერთი.

ჩვენს სევდა-წუხილს ყველაზე მეტად
და სიხარულსაც პირველი ხედავს,
რომ გვევლინება ყველგან იმედად,
ჩვენთვის რომ ცოცხლობს, ესაა დედა!

გზას რომ გვინათებს, გვარიდებს ცოდვას,
ყველგან თან დაგვდევს იმისი ლოცვა,
ჩვენა ვართ მისი წმინდა ედემი,
ღმერთო დალოცე ქვეყნად დედები!

                        ______ 
დიდ გასაჭირშიც, დიდ დასალხინშიც,
დედის თვალები ხსნაა ყოველის,
მაინც ბავშვი ვართ, მის გულში ვზივართ,
რაგინდ განვლიოთ წუთისოფელი.

დედა ნუგეში,მის ტკბილ უბეში
გასაჭირის დროს ვპოულობთ შველას,
სიტკბოზე მეტი,დიდი იმედი,
დიდხანს გიცოცხლოთ დედები ყველას!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი