გურულ დედას


გურულ დედას
როგორც გურიის მზე, ცა და მიწა
და სიყვარულის დიდი გულია,
გურული დედაც ასეა, ვფიცავ,
მე მოფერება მისი მწყურია.

როგორც უხვია აქ თოვლი, წვიმა
და გახაფხულზე ყვავილთა სუნთქვა,
დედას ლოცვისთვის ცრემლები სცვივა,
შვილისთვის ტკბილი ნანა რომ უთქვამს.

აქ სხვაგვარია დედაშვილობა,
გურული ნანა ტკბილზე ტკბილია,
დედამ გვასწავლა გვარიშვილობა
ჩვენი ჯილაგი დალოცვილია.

ახლა კი მინდა, რომ მათ მივუძღვნა,
ია-ვარდები, ზღვა და თოლია
და რაც გურულებს სხარტულად უთქვამთ,
ეს ჩვენებური იუმორია.

უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ,
მაცხოვრის მადლი ყველაზე მეტად,
ეს გაზაფხული თქვენთვის დგებოდეს,
ამ დღეს გილოცავ გურულო დედა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი