ჩემი ჩოხატაური


უფლის დედამ, როცა კალთა
დაიბერტყა ხმაურით,
სიყვარულით გაამდიდრა
ჩემი ჩოხატაური.

ბუკნარს ღვთისმშობელი გვლოცავს,
ერკეთს მთავარანგელოზი,
შუბანს წმინდა გიორგი და
ხევში წმინდა ნიკოლოზი.

ზომლეთიდან გადმოგვყურებს
ღვთისმშობელის ხატება,
ქვემოხეთს წმინდა ბარბარე,
აქ ამაღლება, ხარება.

მირონცხებული მხარეა,
მფარველობს გრიგოლ ხანძთელი,
ირგვლივ გალობის ხმა ისმის,
აღდგა რწმენა და ნათელი.

ბახმაროს მთებს გადმოჰყურებს
წმინდა ფერისცვალება,
უდაბნოს ნათლისმცემელი
ლამაზ მთებს ენაცვალება.

გურულებო მიყვარს თქვენი
სიფიცხეც და ხმაური,
მიყვარს ვაზი, ხე, ბალახი,
გვიმრაც ჩოხატაურის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი