ვერეს ტრაგედია
ბუნება მბრძანებელია, ის არ გვპატიობს ცოდვას, ნეტავ, რა ბრალი მიუძღვის ჩვენს ჯიშს, ჯილაგს და მოდგმას? ნუთუ იწყება ცოდვების მეორედ მოსვლის ათვლა, უფალს ვთხოვ გადმოგვაფაროს დედა ღვთისმშობლის კალთა. წარღვნით, სიკვდილით, გოდებით, კარს მოგვდგომია ივნისი, ქვა ქვაზე არ დაგვოტოვა, ვერემ ჩაახრჩო თბილისი, წალეკა უცოდველები და გადათელა მდელო, განა ძაძები გაკლია, შენ ჩემო საქართველოვ? ასეთი უბედურების, ალბათ ცოტაა მნახველი, სიცოცხლით ენაცვლებიან ჭირში მდგომ ქართველს ქართველი. განწირულთ ისმის კივილი, უფლის რწმენა და მიზანი, კიდევაც დაიზრდებიან, ალგეთს ლეკვები მგლისანი! ეს ჩვენი გოგო-ბიჭები, ტალახიანი ჯინსებით, როცა ეგონათ არ ჰქონდათ ფიქრი, დარდი და მიზნები, ხედავთ?! რომ ამათ ძარღვებში სჩქეფს სისხლი წმინდა ქართული, მჯერა, რომ ღირსეულია ჩვენი უბადლო წარსულის. თქვენ, ჩვენი დროის გმირებო! გმირებო! მზიურელებო! მოდგმავ და შთამომავალო! მომაბვლის არაგველებო! დიდგორელებო, ვერ გცნობდით და ბრმა ვიყავით აქამდე, თქვენით იბრწყინებს მამული ნიკოფსით-დარუბანდამდე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი