ქრისტე აღდგა


ჯვარზე გაგაკრეს და სისხლი გდენია,
წვეთ-წვეთად ავსებულა გრაალი,
ოცდაათი ვერცხლი განა რამდენია,
რაც გვტანჯავს ცოდვა და ბრალი.

შენი დიდება არ სცნო სატანამ,
და მაინც არ გვტოვებ წამით,
ჩვენთვის მოგიწია ბევრის ატანა,
დღეს ქრისტე აღდგა, ამინ!

გცემეს, დაგცინეს და დაგამცირეს,
გოლგოთა იყო ერთი,
ბრძოლა სიკეთის ბოროტებასთან
დღეს ქრისტე აღდგა, მკვდრეთით!

კაცთ მოდგმას შენი რწმენა სჭირდება,
დიდება უფალს! უფალს დიდება!
ჯვარს გაცვეს ჩვენთვის და ზეცა იძრა,
ქრისტე აღდგა, აღდგა ჭეშმარიტად!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი