ერი ტირის
ერი ტირის, ერი მოთქვამს, ერი ტრაურს ატარებს, წინაპრების სული ბორგავს, ოცდაჩვიდმეტს ადარებს, ცხრა მარტი და ცხრა აპრილი ნუთუ აღარ გვაკმარეს, მაისი და ნოემბერი სისხლის ფარდაგს ატარებს. შვილს დედა და მამას შვილი უმოწყალოდ უტირეს. არ აკმარეს ბორკილები, სული მწარედ უგინეს. ქართველების დაჩოქება ნუ გგონიათ ადვილი, უფლის მადლი მუდამ გვფარავს და ღვთისმშობლის მანდილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი