დამამთავრებელ მე-4 კლასს
ბავშვობის ერთი ეტაპი, თურმე რა უცებ გავიდა, განვლილ დროს ვერ დაიბრუნებთ ვეღარ დაიწყებთ თავიდან. ამიტომ სულ წინ იარეთ, მაგრამ გახსოვდეთ ერთი, მამული, ენა და რწმენა ეს არის ჩვენი ღმერთი. ფარნავაზიდან თუ დღემდე ენას აცოცხლებს ქართველი, თქვენც იქართველეთ ისე რომ გაოცდეს ყველა მნახველი. არ დაივიწყოთ წინაპართ არც სახელი და არც გვარი და ბაზალეთის ტბის ძირში არდარწეული აკვანი. ჩვენი მიწა-წყლის სურნელი, გახსოვდეთ ჩვენი განძია, როგორც თამარის ვარძია და სულხან-საბას ტანძია. როგორც დავითის ნავალი გვეამაყება აქამდე ისე გექციოთ მამული ნიკოფსით დარუბანდამდე ითამარეთ, იდავითეთ, იდიდგორეთ ამიერ, დაგილოცავთ წინსვლის გზებს და მრავალ, მრავალჟამიერ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი