მტირლა მთაო


ჭირ–ვარამი გაგივლია
ვით ულევი თმაო
სევდა ვეღარ დაგითვლია
შენ მტირალა მთაო.

მწუხარება გაქარწყლდება,
რაც გაწუხებს თქვაო,
უტყვი ხარ და გული გწყდება
შენ მტირალა მთაო

დიდ წარსულის სევდის ღვარით
ხარ დანამულიო
გახსოვს ცრემლით და მწუხარით
შენი მამულიო

ადამივით მგრძნობიარევ
შენ აჭარის მთაო,
ძნელია, რაც გაიარე,
ენით იმის თქმაო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი