მოგონება


ო, როგორ მიყვარს წვიმა,
გაზაფხულზე რომ იცის
და მეც ცრემლებიც მცვივა,
სევდა არ მტოვებს, მიცდის.

სევდა შენგან მხვდა წილად,
ცრემლებს შენს გამო დავღვრი,
შენ თუ არ მოხვალ ჩემთან
სიცოცხლის ფარ–ხმალს დავყრი.

ამ წვიმის წვეთებს ღვარად
ჩემი ცრემლებიც ერთვის
და მიდის ნიაღვარად
ეს მოგონებაც ერთი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი