დღეს სიყვარული, ხვალ სინანული


ღამის წყვდიადი
და განთიადი
არის ოცნების ფრთა,
დღეს სიყვარული,
ხვალ სინანული
წარსულს ცრემლებით ვრთავ.

კვლავ მოგონება,
მწარე გოდება,
იმედს მოველი ხვალ,
ვხედავ წავიდა,
ვეძებ თავიდან
იმ სიყვარულის კვალს.
მაინც მოველი,
თავიდან ველი,
წარსულს იმედით ვკლავ,
დღეს სიყვარული,
ხვალ სინანული
თუნდ განმეორდეს კვლავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი