ჩემო თბილისო


ძველებურ ჰანგებს 
კვლავ მღერის მტკვარი,
რომ სიყვარული
დავლიოთ პეშვით,
არც უდუდუკოდ თბილისი არის,
არც უთბილისოდ დუდუკის ეშხი.

ქართველი კაცის ჯაფა გატყვია,
სისხლით ნაქარგი მზე ხარ მთლიანად,
ყარაჩოღელი კოცნის ნატყვიარს,
დასცლის ათასჯერ სავსე ფიალას.

დუდუკი მღერის შენს სადღეგრძელოს
და შენს სიყვარულს ყველა მნახველი,
ჩემო თბილისო მუდამ მზეგრძელო,
შენ გენაცვალოს ყველა ქართველი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი