ია და ნია (საბავშვო მოთხრობა)
პატარა ნია ეზოში თამაშობდა. უცებ შენიშნა, რომ ბუჩქის ძირას ია ამოსულიყო. გახარებულმა გოგონამ ყვავილს მიუალერსა:
_ რა ლამაზი და მშვეიერი ხარ, მოგწყვეტ და დედიკოს გავახარებო.
ჰოი, საოცრებავ, ნიას რაღაც ხმა ჩაესმა.
_ არა, ჩემო გოგონა, ხელს ნუ მახლებ, ჩემს დედიკოს ნუ დამაშორებ!
_ ეს, რა ხმა მესმის, ეს ხომ იაა?! შენ რა, ლაპარაკიც იცი? შენი დედიკო სად არის?
_ ჩემი დედიკო ეს დედამიწაა, ჩემი ფესვები მის გულშია და თუ დამაშორებ, მალე მოვკვდები.
_ კარგი, მე არც შენს დედიკოს დაგაშორებ და ჩემს დედიკოსაც გავახარებ, დამელოდე, მალე მოვალ.
გოგონამ ქოთანი მოიტანა და ია თავისი მიწიანად შიგ ჩარგო, შემდეგ დედას მიუტანა და უთხრა;
- ხედავ, დედიკო, გაზაფხული ცოცხალი იებით მოგილოცე.
დედამ მოუწონა საქციელი.
- ყოჩაღ, ჩემო გოგონა, ჩვენი ვალია, გავიფრთხილდეთ და მოვუაროთ ბუნებას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი