მზე და ციცინათელები (საბავშვო მოთხრობა)


დიდი ხნის წინ მზე და დედამიწა წაკამათდნენ:  _არა, მე უფრო კარგი ვარ და არა მეო.
   მზე გაბრაზდა და დაიმალა.
მზის გარეშე მოიწყინეს ვარდებმა, ატირდნენ გვირილები, ვიშვიშებდნენ ცხოველები, მოთქვამდნენ ფრინველები, შეწუხდნენ ადამიანებიც.
   ამდენი ვაი და ვიში ერთი კეთილი ციცინათელას ყურამდეც მისულა. იფიქრა, იფიქრა და აი, რა მოიფიქრა:
   სასწრაფოდ იხმო თავისი მეგობრები, რათა სამყარო გადაერჩინათ. ყველა ციცინათელა ერთდროულად აციმციმდა და დედამიწას ანუგეშებდნენ.
მზეს შერცხვა თავისი საქციელის და ნელ-ნელა დაიწყო ამოსვლა.
გაიხარეს ყვავილებმა, ცხოველებმა, ფრინველებმა.
იმ დღის შემდეგ მზეს დედამიწა აღარ მიუტოვებია და თავადაც ტკბებოდა მისი მშვებიერებით

                                                                    გულნარა ჟღენტი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი