ორი აკვანი
ერთი სახლის სხვენში ორი აკვანი შეხვდა ერთმანეთს. ერთს სიძველისაგან ფერი დაჰკარგვოდა. მეორე კი ახალი და გაპრიალებული იყო. _ გამარჯობა, მეგობარო, შენ ვინ ხარ? _მე აკვანი ვარ, _ ძლივს ამოილუღლუღა აბლაბუდებში გახვეულმა ძველმა აკვანმა. _ მეც აკვანი ვარ, შენ როგორი აკვანი ხარ? _ გაუკვირდა ახალმოსულს, _ ჩვვილს როგორ დაიცავ გადმოვარდნისგან? _ ეჰ, ჩემო მეგობარო, განა ასეთი გაძარცვული ვიყავი, მქონდა არტახები, რითაც ჩვილს ვიჭერდი, მუხლთბალიში, ნალი და კიდევ სხვა აქსესუარი. _ მერე რა მოხდა? _ დაინტერესდა ახალი მეგობარი. _ მოგიყვები ჩემს თავგადასავალს. _ გამორჩეული სიწმინდე იყო აკვანი, _ ამაყად ჩაილაპარაკა მასპინძელმა, _ დედა ტკბილი იავნანათი აძინებდა ჩვილს. მიუხედავად იმისა, რომ მე ტრადიციული ქართული სიმბოლო არ ვარ, მონღოლების მიერ ვარ შემოყვანილი, მაინც იმდენად წმინდა და შეუბღალავი ვიყავი ქართველი ხალხისთვის, რომ ყოველთვის დიდი მოწიწებით მეპყრობოდნენ. დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე, მართალია, დაგვეკარგა ის დანიშნულება, რაც გვქონდა საუკუნეების მანძილზე, მაგრამ მაინც გაიგივებული ვართ სიწმინდესთან. ექიმებმა აკრძალეს ჩემნაირი აკვანი და შენ მოგანიჭეს უპირატერსობა, _ ჩაილაპარაკა გულდაწყვეტით ძველმა აკვანმა. _ გულს ნუ გაიტეხ მეგობარო, _ დაამშვიდა სტუმარმა. _ არა, გული არც გამიტეხია, რადგან ყოველი ჩვენგანისათვის მთავარია, საქართველო ამაყობდეს თავისი შვილებით და შეგვეძლოს ხმამაღლა წარმოვთქვათ ესოდენ ლამაზი სიტყვები: „კიდევაც დაიზრდებიან, ალგეთს ლეკვები მგლისანი...! გულნარა ჟღენტი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი