ლურჯი ფანჯარა
მე ქურთუკიდან ვიღებდი კონვერტს და გიტოვებდი ლურჯ ფანჯარასთან... შენ კი იღებდი ალბათ ამ კონვერტს, რადგან შემდგომში იქ არ მხვდებოდა და კითხულობდი ჩემსავ ტლანქ ლექსებს, რომლებიც ასე გიყვარდა სადღაც..... შენი სახე კი ფანჯარაში არასდროს სჩანდა!..... შემდეგ ლექსები გადავიდნენ ლამაზ აწმყოზე, სადაც დღეები იქნებოდნენ ცხოვრებით სავსე... შენ წაიკითხე ჩემი ლექსები და იქ იპოვე იმედები, მიმავალი ყვითელ ტაძართან, რაც ასე მწარედ გეტკინა გულში. შენი სახ კი ფანჯარაში კვლავ არსად სჩანდა!..... შენს აივანთან ჩაიქროლს თეთრმა მტრედებმა და შენს ფანჯარას მიახალეს ჩემი ლექსები. რომლებიც იყვნენ წარსულით სავსე.... შენ კი აკრიფე უცეფ ლექსები და წითელ ლარნაკში მოათავსე. იტირე მწარედ...... შენი სახე კი ფანჯარაში არც ახლა სჩანდა!..... დავემშვიდობე მე შენს სიყვარულს და ჩემი თვალები ლოდებივით დაცურდნენ გზაზე........ და შენი სახეც სამუდამოდ ქარს გავატანე!........
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი