წერილი მთიდან
გუშინ მოვიდა, დედაშენის წერილი მთიდან, ცვარი ჩამოწვა ცხვრის ფარაზე ოქროს ცრემლებად, ოქროს საწმისად, მე ჩამესმის შენი ლოცვები და მწუხარების ზარებს რეკენ ანგელოსები! ჩემმა ვნებებმა თავს დამადგეს რქები ოქროსი, მათ მიღალატეს, შენ გამოგყვნენ როცა წახვედი, ნისლი ჩამოწვა წამწამებთან, როგორც გომბორზე, და მეამბოხე ხარაჩოზე შევდგი სასმისი, ნუთუ არ იყო საკმარისი ჩემი ტაძარი, რატომ შეავსე აზარფეშა გესლის მაწონით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი