თრობა
გასპარ ნოესთან შევაბიჯე საძინებელში და ალანძული ღაწვის პირზე ავკარი სილა! ო! არტისტებო, მე მუზა ვარ, სახის მლეწავი, ეს სისხლის კალოც ჩემი ნების საწინდარია, იქნებ არასდროს არ მოვიდეს ნანატრი სევდა, მაგრამ თოლიებს მე გავატან მარადის ფიქრებს. აღუღუნდება გელათისკენ მქროლი ნიავიც, და თან წაიღებს გულამოსკვნილ ფიქრთა ღაღადებს. ო! არტისებო, ეს ხარაჩო რატომ ამიგეთ! მე თქვენ თვალებთან აცოცება არ მიწერია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი