წადი! გამშორდი!


წადი!
გამშორდი!
ნუ მიკითხავ შენს გოროზ ლექსებს.
მე შური მტანჯავს უმუზობის და უთქმელობის.
ჩემი კალამი დილეგშია
ფიქრის და სევდის,
მე ვერ გადმოვცემ იმ ვნებებს და იმ ავადობას,
რაც შენს ლექსებში ასე მწარედ თუხთუხებს სისხლად.

წადი!
გამშორდი!
ნუ მაჩვენებ შენს პეიზაჟებს,
შენი ფუნჯები ჩემს გულშია შურის ისრებად!

მე უნიჭო ვარ - შენ შემოქმედი!
წადი!
გამშორდი!
დაამსხვრიე სულის თვალები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი