არ დაძმარდება!
გაზაფხულამდე ბევრი დარჩა, მაგრამ ვით ქართლის გული, ფეთქავს ია თოვლის საფარ ქვეშ! კვლავ ამოხეთქავს სისხლისფერი ღვინო მარნიდან, არ დაძმარდება! კვლავ იჭიკჭიკებს ის მერცხალი, და თუ გაზაფხულს ის ვერ მოიყვანს, იქნებ გულები მაინც აჩქროლოს, და შეგვახსენოს რანი ვიყავით! იქნებ სული ისევ შთაგვბეროს და იმედები კვლავ გაგვიცოცხლოს! იქნებ გაგვიძღვეს, ჯერ შეგვაღვიძოს, იქნებ სიამაყე კვლავ გაგვიღვიძოს კვლავ ამოხეთქავს ია ყინულებს! კვლავ იჭიკჭიკებს შავი მერცხალი, კვლავ ამოხეთქავს ღვინო მარნიდან არ დაძმარდება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი