ბრატისლავაში
ბრატისლავაში, ან თუნდაც კასპში. ჩამოდი, რომ გავუყვეთ ერთად გზას ბედნიერს. რომ დავთვალოთ ცაზე ვარსკვლავნი, ყველა, მზის გარდა. მზე ხომ მარტოსულია. როცა ის ჩანს, სხვა ვარსკვლავები გვემალებიან, როცა მას სძინავს, მხოლოდ მაშინ გვენახებიან. ბრატისლავაში, კასპში, თუნდაც ბრისბენში, აღარც ღამით ჩანს, ვარსკვლავები თვალზე კუპრი მაქვს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი