ხე-ხილის ბაღში


ხე-ხილის ბაღში
ორნამენტებს ამოქარგავს
ქლიავზე ნიმფა.

მარწყვის ბუჩქებს გადათელავს სნობი მეეტლე,
ეს ხომ ხე-ხილის ბაღია, კენკრას რა უნდა!

მოდი, შემეხე ამ ბლის კურკის ღვივის ცრემლებზე,
რომ გავაშენოთ ამ ედემში ჩვენი ორღობე.
რომ გადავთელოთ სარეველად მოსული ჟოლო,
და ბულგარული წიწაკების ზანზალაკს ვკოცნოთ.

სადღაც დაცურავს აქ მცურავი გესლის მთესველი,
აღმოცენდება უმადური ბეჭის ნახირი,
გუშინ მოვიდა ის ჯეელი
ეტლის გარეშე
და გადაფლითა კომშის ტოტი ჩემი მათრახით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი