ნახერხი
ნახერხითაა სავსე ეს ფუყე გული მტვერის ქარბუქით დაბინძურდა სპეტაკი სული. ოსპის ნაყენით ჩავირეცხავ გულის წყრომას და... ამოვანთხევ შენს ნაკვესში გულის ნაბოდვარს. გახელებულა მდინარეზე გუბის ჩანჩქერი, ტოტზე ტოტია ლოდზე ლოდი ქვაზე ბაყაყი. მოდი აკოცე, ამ გომბეშოს ტუჩის კიდეზე იქნებ გამოდგეს სიყვარულის ნაზი არშია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი