სოლიდარობა


ხელი ჩამკიდე, არ გამიშვა, სულში ჩამხედე.
მეორე ხელით უფსკრულს ჩაწვდი მანდ რომ იპოვი!
არ ჩამოხვიდე, არ შეგიშვებ, იქნებ შემავსო,
იქნებ მაჩვენო ამ სამყაროს გრძნობის ბასტურმა.

ქელეხში იყო შემოსული შენი თამადა,
განათებული თვალ-წარბებით ღვრიდა ფიალებს,
ქოთნის ერბოში ჩაშუშული სოკო მიართვით,
მარხვაზე არის და ვერ შეჭამს თანთალა ნაჭერს.

მერიქიფენო გუშინ თქვენთვის მღეროდა ქარი,
სიომ ამბებად მოიტანა დოქის ჩურჩული,
ხანდაზმულებმა ამოძირკვეს ლელიანი განაპირები.

ამ ჭაობებში ჩამალულა მჭადის შაქარი,
ვეღარ გაგაძღობს, გული არ აქვს, აღარაცა სული!
თეფშზე დაგდებულ მარმარილოს წააგავს კიტრი!
თუ ჩამოასხამ, ჩამოასხი ქარვის ნაჟური,
არ დაგენანოს, გადაავსე ყანწი პირამდე,
კისრის ძარღვებსაც თავი წილი უნდა მივუზღათ, 
ნუ გეშინია, ერთი წვეთიც არ იკარგება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი