საქართველო
ბედკრულიაო ამბობენ შენზე, მაგრამ იმედი ყოველთვის არის. შენ წიაღებში აღმოცენილ ჯადოს და ქარებს, ვერ უშველია შენი კრული იღბალ-ბედისთვის, ჩემო სამშობლო, რატომ ტირი დღითა და ღამით? როგორ მოგგლიჯეს ხელ-ფეხი და ხან ხერხემალი. აქეთ გათრიეს, იქით. მერე შეგსანსლეს. ბოლოს კი უსასოოდ მიგაგდეს მარტო. შენი შვილები გშორდებიან, ტოვებენ კერას, შენს მინდორ-ველებს უტოვებენ ტურას და მელას. აღარ ჭყივიან ბუდეებში მთის არწივები, ჯიხვმაც აყარა ფლოქვი ქარაფზე, ჩამოშალა კლდის ლაყუჩები, აღარ ნანობენ აქ დაბადებას, მხოლოდ მიდიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი